ორშაბათს, 18 აპრილს, თურქეთში, სტამბოლის დასავლეთით ძლიერი აფეთქება მოხდა,- ინფორმაციას CNN Turk ავრცელებს.

 

აფეთქება სტამბოლის რაიონში, ბეიოღლუში, მიწისქვეშა საკაბელო კავშირში მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაშავდა. კვამლის გამო და წინასწარი ღონისძიების ფარგლებში რამდენიმე კორპუსის მაცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა.

 

მომხდარის ზუსტი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. აღსანიშნავია, რომ თურქეთის ხელისუფლებამ PKK-ის წინააღმდეგ ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა. თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აკარის თქმით, თვითმფრინავები უკვე თავს დაესხნენ PKK-ის ბუნკერებს, გვირაბებს, გამოქვაბულებსა და საწყობებს.

 

 

 

 

თამო თავხელიძე