ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააფრთხილა ჩინეთი, რომ ნებისმიერი ლეტალური დახმარება რუსეთისთვის, რომელიც აწარმოებს “აგრესიულ, უსამართლო და უკანონო” ომს უკრაინაში, გამოიწვევს შედეგებს.

”ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, მათ შორის პეკინისთვისაც, რომ მისი მხრიდან ნებისმიერი ლეტალური დახმარების გაწევა მიუღებელი იქნება შეერთებული შტატებისთვის,” – თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ვიდან პატელმა.

”ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა მათ პასუხისმგებლობა დავაკისროთ, თუ ეს მოხდება, ჩვენ გავიმეორეთ ეს და გავიმეორებთ ყოველთვის” – განმარტა პატელმა.

თამო თავხელიძე