დასავლეთის სანქციები რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ და მათი რეალური ეფექტი რაში მდგომარეობს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არც თუ ისე რთულია:  დასავლეთის სანქციები ირანის წინააღმდეგ მალე 40 წელს მოითვლის. ამავდროულად, ასეთი მასშტაბური შეზღუდვები არასოდეს ყოფილა შემოღებული ისე სწრაფად, როგორც რუსეთთან მიმართებაში. მათი მოქმედება შეზღუდულია, მაგრამ მათ ალტერნატივა არ აქვთ, ამბობენ ექსპერტები.

DW-მ შეისწავლა, თუ როგორ უვლის გვერდს სანქციებს ორი ავტორიტარული ქვეყანა და რა შეიძლება გაკეთდეს ამისათვის.  მაგალითად, ირანი წლების განმავლობაში იყენებდა არაბთა გაერთიანებულ საემიროებს, როგორც საკვანძო პუნქტს დასავლური სანქციების გვერდის ავლისთვის. აშშ-სა და ევროკავშირის მიერ შედგენილ გრძელ სანქციების სიებში შეტანილი საქონელი ხშირად ირანში დუბაის გავლით შედის. ირანული ნავთობიც ექსპორტზე გადის და  იგზავნება არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში.

თუმცა, სხვა გზებითაც. „თუ ჩინეთის მთავრობას დავუჯერებთ, ქვეყანას საერთოდ არ შემოაქვს ირანის ნავთობი, ერთ ბარელსაც კი არ იყენებს მის ნავთობს. სამაგიეროდ,  ჩინეთის საბაჟოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, პეკინი იმპორტირებს მალაიზიიდან,  გაცილებით მეტს,  თუნდაც ორჯერ მეტს, ვიდრე ის  რეალურად იწარმოება.“, – დამცინავად აცხადებს ნედლი პროდუქტების სპეციალისტი, ხავიერ ბლასს-ი.

ბლასის თქმით,  სინამდვილეში, არსებობს მარტივი ხრიკი, რომელიც ირანულ ნედლ ნავთობს მალაიზიის ნავთობად გადააქცევს. ნავთობით მოვაჭრეები კი ამას,  “აშშ-ს სანქციების გვერდის ავლის ყველაზე მარტივ და იაფ გზას უწოდებენ”.

ამრიგად, გასულ წელს მალაიზია გახდა მეოთხე უდიდესი ნავთობის ექსპორტიორი ჩინეთში, საუდის არაბეთის, რუსეთისა და ერაყის შემდეგ.

 

 

თამო თავხელიძე