ჯაკარტაში, 30 აპრილს, როგორც გამოცემა როიტერი იტყობინება, –  ვულკანი რაუნგი ამოიფრქვა და კრატერიდან ლავა გადმოვიდა , რის გამოც ხელისუფლებამ სასწრაფოდ ასწია განგაშის სტატუსი და  ახლომდებარე კუნძულზე მცხოვრები 12000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინა.

ვულკანოლოგიისა და გეოლოგიური საფრთხის შემცირების ცენტრმა (PVMBG) გააფრთხილა კუნძულ ტაგულანდანგის მაცხოვრებლები, რომ  ვულკანური მასალის ოკეანეში ჩავარდნამ შესაძლოა ცუნამი გამოიწვიოს.

 

 

თამო თავხელიძე