ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტი კიმ ჩენ ინი ცდილობს გააძლიეროს კავშირები რუსეთთან, რათა აღორძინდეს DPRK-ის ეკონომიკა. რუსეთის დიქტატორ ვლადიმერ პუტინსა და კიმ ჩენ ინს შორის ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაიზარდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. ამის შესახებ Financial Times წერს.

როგორც , სეჯონგის ინსტიტუტის მეცნიერმა სეულში,პიტერ უორდმა  (სამხრეთ კორეა), აღნიშნა, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ჩრდილოეთ კორეისთვის “ნამდვილი აღმოჩენა” იყო. ”კორონავირუსის პანდემიის დროს რიგითი ჩრდილოეთ კორეელებისთვის რამდენიმე წლის გაჭირვების შემდეგ, კიმ ჩენ-ინი, როგორც ჩანს, აპირებს გამოიყენოს გარკვეული მოგება ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად და სამრეწველო ბაზის გასაფართოებლად”, – თქვა უორდმა.

როგორც FT წერს, ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკა, რომელიც დამოკიდებულია ქვანახშირის მოპოვებაზე, ბეტონის წარმოებასა და სამრეწველო პლასტმასზე, მეზობელი ჩინეთის პროდუქტებით, საწვავითა და სასუქებით ინარჩუნებს სიცოცხლეს.

სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა შინ ვონ-სიკმა განაცხადა, რომ ეკონომიკური მდგომარეობა ჩრდილოეთ კორეაში “მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა” ბოლო თვეებში რუსეთის საკვების, ნედლეულისა და ნავთობპროდუქტების მიწოდების წყალობით.

ბენჟამინ კაცეფ სილბერშტეინი, შვედეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკის ექსპერტი, მიიჩნევს, რომ კიმ ჩენ ინს ცივი ომის მსგავს სიტუაციაში დაბრუნების სურვილი ამოძრავებს, როდესაც ფხენიანს შეეძლო „ისარგებლოს ორი მფარველით. ერთის ნაცვლად.” ამასთან, ექსპერტების აზრით, ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკის ზუსტი მდგომარეობის შეფასება შეუძლებელია სანდო ოფიციალური მონაცემების არარსებობის გამო.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეის ქარხნები „სრული დატვირთვით მუშაობენ“ და აწარმოებენ იარაღსა და საბრძოლო მასალას რუსეთისთვის. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, ჩრდილოეთ კორეამ სექტემბრის შემდეგ რუსეთში 10 000-მდე კონტეინერი გაგზავნა.

 

 

თამო თავხელიძე