12-მა  ევროპულმა ტოპ-კლუბმა  სუპერლიგის შექმნის თაობაზე განაცხადა.  ესენია; ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედი”, “მანჩესტერ სიტი”, “ტოტენჰემი”, “ლივერპული”, “ჩელსი” და “არსენალი”, ესპანური “ბარსელონა”, “ატლეტიკო” და “რეალი”, იტალიური “მილანი”, “ინტერ”. და იუვენტუსი. დაგეგმილია, რომ სუპერლიგაში სულ 15 დამფუძნებელი კლუბი მიიღებს მონაწილეობას, ასევე კიდევ ხუთი გუნდი, რომლებიც სეზონიდან სეზონამდე შეიცვლება.

ინგლისის პრემიერ ლიგის ექვსმა კლუბმა გამოაცხადა მონაწილეობა ახალ ტურნირში. პროექტს მხარს უჭერს და  6 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხით დააფინანსებს ამერიკული ბანკი JPMorgan (JP Morgan)-ი.

 

ამასთან დაკავშირებით ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი არ გამორიცხავს, რომ სამეფოს ხელისუფლებას შეუძლია ეროვნულ საფეხბურთო კლუბებს რომლებიც მონაწილეობდნენ სუპერ ლიგის შექმნაზე, დაავალოს ვადაზე ადრე დაფარინოს ინგლისის ბანკისგან აღებული სესხები, რომლებიც მიიღეს ბანკებიდან კორონავირუსის პანდემიის ფონზე.

 

 

“ჩვენ ყველა ვარიანტს ვსწავლობთ საფეხბურთო ხელმძღვანელობასთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ სუპერლიგის შექმნის იდეა არ განხორციელდება იმ სახით რა სახითაც იგი შემოთავაზებულია მე  ვფიქრობ, რომ ეს  არ არის კარგი ამბავი, როგორც  გულშემატკივრებისთვის და ქვეყნის ფეხბურთისთვის” -თქვა ბორის ჯონსონმა …

 

 

 

 

ევროკომისიამ გააკრიტიკა ახალი პროექტი. ვიცე-პრეზიდენტმა მარგარიტ შინასმა განაცხადა, რომ იგი არღვევს ევროკავშირის ღირებულებებს, კერძოდ, “მრავალფეროვნებისა” და “ინკლუზიურობის” პრინციპებს.

”ჩვენ უნდა დავიცვათ სპორტის ევროპული, რომლის მოდელიც ჩვენს ღირებულებებზე დაყრდნობილი და ამის საფუძველი  მრავალფეროვნება და ინკლუზიურობაა.  ჩვენ არ გვაქვს ადგილი მდიდარი და გავლენიანი კლუბებისთვის, რომელთაც სურთ დაარღვიონ ის პრინციპები, რისთვისაც იბრძვიან საფეხბურთო ასოციაციები: ეროვნული საფეხბურთო ლიგების განვითარება, ეროვნული საფეხბურთო ლიგების განვითარება და მხარდაჭერა. სამოყვარულო ფეხბურთი.  ინკლუზიურობა და მრავალფეროვნება არის ევროპული სპორტისა და ევროპული ცხოვრების ძირითადი პრინციპები. ”

 

 

ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირმა განაცხადა, რომ არ დაუშვებს სუპერლიგაში მონაწილე კლუბების მოთამაძეებისგან შემდგარ ეროვნულ გუნდებს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში.

 

 

თამო თავხელიძე