პირველი საერთაშორისო ავტონომიური ავტორბოლა აბუ დაბიში 27 აპრილს გაიმართება და მისი ყურება ონლაინითაც  იქნება შესაძლებელი,- იუწყება New Atlas.

კონკურენტები გამოიყენებენ იდენტურ Dallara Super Formula SF23 მანქანებს იგივე ავტონომიური ტექნოლოგიით, ასე რომ, როგორც ნებისმიერი სარბოლო სერიისთვის, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ მართავს მანქანას.

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრების თითოეულ გუნდს შეუძლია გამოიყენოს თავისი კოდირების უნარები, მანქანათმცოდნეობა და ხელოვნური ინტელექტის ალგორითმები, რათა მათმა მანქანებმა რაც შეიძლება სწრაფად იმოძრაონ.

რბოლაში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი გუნდები:

Code19 Racing (ერთ-ერთი პირველი დამოუკიდებელი ავტონომიური სარბოლო ორგანიზაცია აშშ-დან);

კონსტრუქტორის უნივერსიტეტი (დაფუძნებული გერმანიასა და შვეიცარიაში);

Fly Eagle (წარმოადგენს პეკინის ტექნოლოგიურ ინსტიტუტს ჩინეთიდან და ხალიფას უნივერსიტეტიდან UAE-დან);

HUMDA Lab (გუნდი Szechenyi Istvan University-დან უნგრეთიდან);

KINETIZ (სინგაპურის ნანიანგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მდებარე Kintsugi-ს თანამშრომლობა);

PoliMOVE (წარმოადგენს Politecnico di Milano-ს იტალიიდან);

UNIMORE (ასევე იტალიიდან – მოდენას და რეჯო ემილიას უნივერსიტეტი);

მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი – TUM (გერმანია).

რბოლაში ასევე მონაწილეობს Red Bull F1-ის ყოფილი პილოტი დანიილ კვიატი არაავტონომიური Dallara SF23-ით.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის თებერვალში Apple-მა უარი თქვა საავტომობილო ბაზარზე ავტონომიური ელექტრომობილით შესვლის გეგმებზე, რომელსაც 10 წელი ავითარებდა.

 

 

 

თამო თავხელიძე