ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთისა და ბელორუსიის გუნდებს 2023 წლის ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა შეუჩერა. ამის შესახებ ფედერაციის ვებგვერდზე წერია.

 

რუსეთის ნაკრებისთვის ეს ჩემპიონატი მეორე იქნება, რომელშიც ის არ მიიღებს მონაწილეობას: გუნდი უკვე შეჩერებულია 2022 წლის ტურნირებზე.

 

დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება უკრაინაში ქვეყნის შეჭრის შემდეგ იქნა მიღებული. რუსეთი ტრადიციულად ითვლება ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად, გასული 10 წლის განმავლობაში, როდესაც გუნდი მასში მონაწილეობდა, ორჯერ მოიგო, ერთხელ დაიკავა მეორე ადგილი და სამჯერ მესამე ადგილი. ომის დაწყებამდე ვარაუდობდნენ, რომ 2023 წლის ჩემპიონატი ჩატარდებოდა სანქტ-პეტერბურგში ამჟამად კი  ჩატარდება ფინეთსა და ლატვიაში.

 

 

თამო თავხელიძე