აბრამოვიჩმა ჩელსის კლუბი ამერიკელ ბიზნესმენ ბოელის კონსორციუმს მიჰყიდა.

 

ლონდონის ჩელსის საფეხბურთო კლუბის გაყიდვის გარიგება ოფიციალურად დაიხურა. ამის შესახებ “რია ნოვოსტი” ბრიტანეთის მთავრობაზე დაყრდნობით იუწყება. ინგლისის პრემიერ ლიგის (EPL) კლუბი, რომელიც რუს მილიარდერ რომან აბრამოვიჩს ეკუთვნის, ამერიკელი ბიზნესმენის ტოდ ბოელის კონსორციუმს მიჰყიდა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარიგების თანხა 5,33 მილიარდ დოლარს შეადგენს. 26 თებერვალს აბრამოვიჩმა ჩელსის მენეჯმენტი ამავე სახელწოდების საქველმოქმედო ფონდის რწმუნებულებს გადასცა, რადგან ის ბრიტანეთის მთავრობის სანქციების ქვეშ მოექცა.

 

მისი ქონება, მათ შორის საფეხბურთო გუნდი, დაყადაღებულია.

 

ქვეყნის ხელისუფლებამ რუსს კლუბის გაყიდვით მოგება აუკრძალა, რის გამოც გარიგება საფრთხის ქვეშ დადგა. აბრამოვიჩმა ჩელსი 2003 წელს იყიდა. ამ ხნის განმავლობაში კლუბი ხუთჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი და ორჯერ – ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ლიგის გამარჯვებული.

 

 

 

 

 

თამო თავხელიძე