ნატო-რუსეთის მოლაპარაკებები ბრიუსელში, ალიანსის შტაბ-ბინაში 12 იანვარს გაიმართა….. აშშ-ს წარმომადგენლები და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ…. მოლაპარაკებები რუსეთ-ნატოს სამიტის ფორმატში გაიმართა. მხარეებმა განიხილეს უკრაინის საზღვრებთან არსებული ვითარება და ე.წ. “უსაფრთხოების გარანტიები”, რასაც რუსეთი დაჟინებით მოითხოვდა.

 

ოთხსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სტოლტენბერგმა რუსეთთან შეხვედრას “სასარგებლო” უწოდა. რაც შეეხება უკრაინას, მან განმარტა, რომ „თითოეულ ქვეყანას შეუძლია აირჩიოს საკუთარი გზა“. მხოლოდ უკრაინას და ნატოს 30 ქვეყანას შეუძლია გადაწყვიტოს გაწევრიანების მზადყოფნა,  ხოლო რუსეთს ამ შემთხვევაში ვეტოს დადება არ შეუძლია, განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

 

სტოლტენბერგმა არ ისაუბრა კიევის ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივაზე.  თუმცა ისაუბრა იმაზე,რომ რუსეთმა უკრაინის საზღვართან ჯარი დააგროვა და რომ  მოსკოვი უკვე ჩართულია უკრაინის ნაწილის ოკუპაციაში.

 

როგორ შეიძლება ითქვას, რომ უკრაინა საფრთხეს წარმოადგენდეს რუსეთისთვის? – იკითხა გაოცებით სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, რუსეთმა დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა სამიტს, არ მიიღონ უკრაინა ნატოში, ალიანსმა  კი  ასეთი გარანტიების გაცემაზე უარი განუცხადა. რუსეთმა და ნატოს მოკავშირეებმა გამოთქვეს დიალოგის განახლებისა და შემდგომი შეხვედრების განრიგის შესწავლის აუცილებლობა. ნატოს მოკავშირეები მზად არიან გააგრძელონ შეხვედრები რუსეთთან. ალიანსის წევრებს სურთ განიხილონ წვრთნების გამჭვირვალობის გაზრდა და კიბერთავდასხმების სივრცისა და შესაძლებლობების შემცირება,-დასძინა ნატოს გენმდივანმა სტოლტენბერგმა. მან ასევე განაცხადა, რომ მოკავშირეები მზად არიან გადახედონ სამხედრო კომუნიკაციის არხების გაუმჯობესებას და მოსკოვსა და ბრიუსელში ნატოს ოფისების გახსნის შესაძლებლობას. ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მხარეები აპირებენ შეთანხმდნენ ევროპაში სარაკეტო იარაღზე, ასევე ბირთვული იარაღის ორმხრივ შეზღუდვაზე.

 

რუსეთმა დაარღვია ხელშეკრულება და დაიწყო რაკეტების განლაგება, – თქვა სტოლტენბერგმა, ამიტომ საშუალო რადიუსის რაკეტების შესახებ ხელშეკრულება, მისი თქმით, “ჩაიშალა” და საჭიროა ხელშეკრულებები  განახლდეს. სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ძალის გამოყენება რუსეტის მხრიდან, “დიდი სტრატეგიული შეცდომა” იქნება. რუსეთს ჰყავს განლაგებული სამხედრო ძალა საქართველოში, უკრაინაში, ყირიმში და ასევე მოლდოვაში თუმცა იგი, იქ, არსად არ დაუპატიჟებიათ.  ნატომ, რუსეთს, კატეგორიულად მოსთხოვა ამ ძალების გაყვანა და თითოეული  ქვეყნის საზღვრების პატივისცემა, რაც მისი თქმით,  აუცილებელია ევროპაში უსაფრთხოებისა და მშვიდობის გარანტიის მისაღებად. ჩვენ არ ვაპირებთ კომპრომისზე წასვლას ძირითად პრინციპებზე, -დასძინა ბოლოს სტოლტენბერგმა.

 

 

იხ.ვიდეო:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თამო თავხელიძე