ომხეთის  ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი საქართველოს ანტი-ეპიდემიური სისტემის მისამართით გამოთქმულ კრიტიკაზე ბოდიშს იხდის.

მინირტის პოზიცია საჯაროდ მისმა პრეს-სპიკერმა გაავრცელა. ალინა ნიკოგოსიანი აცხადებს:

ვწუხვართ ჯანდაცვის მინსიტრის მხრიდან გაკეთებულ კომენტარზე, რომელმაც გაუგებრობა  და პოლიტიკური სპეკულაცია გამოიწვია.

რამდენიმე დღის წინ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა საქართველოს ანტი-ეპიდემიური სისტემის ეფექტურობასა და ქართული მხარის გამჭვირვალობაში შეიტანა ეჭვი. არსენ ტოროსიანმის თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველო კოვიდ-19 ინფექციის რეალურ შედგებს არ ასაჯაროვებს. მეზობელი ქვეყნის კომენტარს ქართული მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

ეპიდემიოლოგმა თენგიზ ცერცვაძემ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

 

წყარო