კორონა ვირუსის მუტაციის მაჩვენებლები იზრდება.
დელტაკრონი – კვიპროსში მეცნიერებმა აღმოაჩინეს კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც წარმოადგენს დელტას შტამისა და ახლა სწრაფად გავრცელებული ომიკრონის ჰიბრიდს, რომელიც ძირითადად ვაქცინირებული ადამიანების მეშვეობით ვრცელდება.

 

დეტალები: “დელტაკრონი” უკვე გამოვლინდა კვიპროსში კოვიდ ინფიცირებულ 25 პაციენტში, საიდანაც 11 ჰოსპიტალიზირებულია, 14 კი ამბულატორიულად მკურნალობს. დოქტორმა ლეონტიოს კოსტრიკისმა, რომელიც ხელმძღვანელობს მეცნიერთა ჯგუფს კვიპროსის უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიისა და მოლეკულური ვირუსოლოგიის ლაბორატორიიდან, თქვა, რომ დელტაკრონი გენეტიკურად მიღებულია დელტას ვარიანტიდან ომიკრონის ზოგიერთ მუტაციასთან ერთად. მისი თქმით, არსებობს კავშირი ახალი შტამით ინფექციასა და ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობას შორის. მეცნიერმა აღნიშნა, რომ აღმოჩენის შესახებ ჯერჯერობით მცირე ინფორმაციაა, ამიტომ ნაადრევია იმის თქმა, რომ ეს კონკრეტული კოვიდ მუტაცია გახდება დომინანტი. მაგრამ კოსტრიკისი საკუთარ დაკვირვებებზე დაყრდნობით აკეთებს წინასწარ დასკვნას – „დელტაკრონს“ შესაძლოა ჰქონდეს „ომიკრონის“ სწრაფად გავრცელებისა და გადაადგილების უნარი. მეცნიერის თქმით, Deltacron-ის ნიმუშები გადატანილია GISAID-ის მონაცემთა ბაზაში (კორონავირუსის გენომის მონაცემთა ბაზა), რაც მათ ხელმისაწვდომს გახდის მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებისთვის. ამავდროულად, კვიპროსის ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, რომ გამოვლენილი შტამის შესახებ დამატებითი დეტალები მომავალ კვირას პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი.

 

 

 

 

 წყარო:  www.pravda.com.ua

 

თამო თავხელიძე