ისრაელის არმია პასექიდან მალევე რაფაში სახმელეთო შეტევისთვის ემზადება.

სატელიტური ფოტოები აჩვენებს, რომ  ხან იუნისთან ახლოს, რაფაში პალესტინელების ახალი კარვების ქალაქი შენდება. ხან იუნი ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს სადაც უსახლკაროდ დარჩენილმა პალესტინელებმა ახალი დასახლების მოწყობა გადაწყვიტეს. გავრცელებული ინფორმაციით ისრაელის ჯარები რაფაში შევლენ პასექის შემდეგ, მაისის დასაწყისში.

კარვების მშენებლობა პალესტინელებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ  მძიმე დარტყმით დაემუქრა ჰამასს ღაზას სექტორში ისრაელელი მძევლების გათავისუფლების თაობაზე მოლაპარაკებების ჩავარდნის გამო.

ვაშინგტონმა არაერთხელ განაცხადა, რომ ნებისმიერი სამხედრო ოპერაციის მოუხედავად,ისრაელმა უნდა დაიცვას პალესტინის მშვიდობიანი მოსახლეობა.

ნეთანიაჰუმ თქვა, რომ სამხედროებს შეტევაზე გადასვლამდე  უბრძანებს, რომ რაფაჰიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელონ.