ბელგიელი სპორტსმენი, კიკბოქსინგის მსოფლიო ჩემპიონი ფრედერიკ სინისტრა კორონავირუსით გამოწვეული გართულების შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ The Sun წერს.

41 წლის სინისტრა იყო კორონავირუსის ვაქცინაციის აქტიური მოწინააღმდეგე და აკრიტიკებდა ბელგიის ხელისუფლების ქმედებებს საკარანტინო შეზღუდვების დაწესების გამო.

ნოემბერში სპორტსმენმა ჯანმრთელობაზე ჩივილი დაიწყო. მწვრთნელმა მას სამედიცინო დაწესებულებაში წასვლა ურჩია, იმის შიშით, რომ სინისტრა  შესაძლოა COVID-19-ით ყოფილიყო დაავადებული.

მოგვიანებით კიკბოქსერმა თავის გამომწერებს გაუზიარა ფოტო, რომელშიც ის საავადმყოფოს საწოლზე წევს და ჟანგბადის ნიღბით სუნთქავს.  თუმცა, სპორტსმენმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „მას პატარა ვირუსი ვერ შეაჩერებს“.

 

ცოტა ხანში სინისტრა საავადმყოფოდან გამოწერეს და სახლში წავიდა. რამდენიმე დღის შემდეგ კიკბოქსერს გული გაუჩერდა და  გარდაიცვალა.

 

 

 

 

 

 

თამო თავხელიძე