დღეს, 29 აპრილს, “ქართული ოცნების“ ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე „საყოველთაო სახალხო შეკრება“ გაიმართება.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, შეკრებაზე 20:00 საათიდან სიტყვით გამოსვლა დაიწყება, ხოლო ხალხის შეკრება 18 საათიდან არის დაგეგმილი.