კონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ “სოკარს” მადლობა გადაუხადა პურის ქარხნებისა და საცხობებისთვის გაზის ტარიფის შემცირების გამო.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, “სოკარ ჯორჯია გაზმა” სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა და მის ქსელში ჩართულ პურის ქარხნებსა და საცხობებს გაზის სამომხმარებლო ტარიფი 10 თეთრით შეუმცირა. შესაბამისად, ეს ობიექტები სადისტრიბუციო კომპანიას მიმდინარე წლის აპრილსა და მაისში 1 კუბურ მეტრ გაზში 86 თეთრის ნაცვლად 76 თეთრს გადაუხდიან.

თურნავას განცხადებით, ეს გადაწყვეტილება პურის ქარხნებსა და საცხობებს მისცემს შესაძლებლობას, შეინარჩუნონ პურის ფასი, რაც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია. “სოკარ ჯორჯია გაზი” გაზს საქართველოს სხვადასხვა რეგიონს აწვდის.

 

წყარო: ნეტგაზეთი

ავტორი: მარიამ ვარადაშვილი