დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ გამყრელიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემაში “საღამოს ნიუსრუმი” განაცხადა.

მისი თქმით, ხუთივე შემთხვევაში დაინფიცირების წყარო უცნობია.

“დილისთვის გვქონდა 4 ახალი შემთხვევა, დღის განმავლობაში გვაქვს შემთხვევების გარკვეული რაოდენობის მატება, არც თუ ბევრი. გეტყვით პირდაპირ, ხუთი შემთხვევა. აქედან გამომდინარე, როდესაც მიდის ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა, ცოტა შეგვაშფოთა სიტუაციამ, რომ ამ ხუთი შემთხვევიდან ჯერჯერობით ვერ გავდივართ პირველ წყაროზე” , – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა.