„კორონავირუსის ეპიდემიის პირველივე დღიდან ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლეთ საქართველოს ხელისუფლებასთან, დაწყებული პრემიერ-მინისტრით, დამთავრებული სპეციალისტებით. ჩვენ ამ თანამშრომლობას ეფექტურად მივიჩნევთ. საქართველო ჩვენთვის მოძმე ქვეყანაა და ასეთი მზაობა ჩვენს ურთიერთობებს კიდევ უფრო ათბობს. ბუნებრივია, თუ იქნება ამის აუცილებლობა, მაშინ შეიძლება ნაბიჯები გადაიდგას, თუმცა, იმედს გამოვთქვამთ, რომ ამის საჭიროება არ იქნება, ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ ერთმანეთის გვერდიგვერდ და დავეხმაროთ ერთმანეთს, რადგან ეპიდემია არის ჩვენი საერთო დღის წესრიგის საკითხი. ეს საერთო საფრთხეა”, – განაცხადა ფაშინიანმა.