რუსეთის პატრიარქმა კირილემ, მორწუნეებს მოუწოდა, რომ ვნების კვირას არ იარონ ეკლესიებში.

ზოგმა მიტროპოლიტმა შეასრულა პატრიარქის მოწოდება და რამდენიმე ეკლესია მოსკოვში დაიხურა კიდეც, თუმცა ყველა სასულიერო პირი არ აპირებს შეასრულოს რუსეთის პატრიარქის მოწოდება.

რუსი მღვდლები აქტიურად გამოდიან საპატრიარქოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ და მრევლს მოუწოდებენ, დაესწრონ წირვას ეკლესიაში. ამის შესახებ რუსული გამოცემა „მედუზა“ წერს.

მაგალითად, სიკტივკარის არქიეპისკოპოსმა საკუთარი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ეკლესიების დაზინფექციისა და შეზღუდვებთან დაკავშირებით არაკონსტიტუციურია.

კამშილოვის ეპისკოპოსმა ბზობის დღესასწაულზე ეკლესიაში ცოტა ადამიანის მისვლასთან დაკავშირებით წუხილი გამოთქვა. „სამწუხაროდ ეკლესიაში სიცარიელეა. მე ვფიქრობ, რომ მაინც ჯობია ეკლესიაში სიარული“.

„ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები და არ გვინდა ეკლესიაში აჯანყება, უბრალოდ არსებობს სამართლებრივი ძალაუფლება, რომელიც ჩვენ გვხურავს და არსებობს იესო ქრისტე…რთულია იმის წარმოდგენა როგორ აღვნიშნოთ აღდგომა სახლში“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ანდრეი ტკაჩევმა. გარდა ამისა, ტკაჩევმა საშიშროების რეალობაშიც შეიტანა ეჭვი.

„ციფრების მიხედვით, ეს არანაირი პანდემია არ არის. თუ არ ჩართავ ტელევიზორს, არანაირი პანდემია არ არის“, – აღნიშნა მღვდელმა ერთ დღეს მსახურების დროს.

უცნობია რა ტიპის სანქციები ელოდებათ სასულიერო პირებს, რომლებმაც არ შეასრულეს რუსეთის ხელისუფლების განკარგულება და პატრიარქის რეკომენდაცია.

ცნობისთვის, რუსეთში კორონავირუსის შეთხვევებმა უკვე 21 ათასს გადააჭარბა.

 

წყარო: პრაიმტაიმი