რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხეილ მიშუსტინი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ თავად პრემიერმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან თათბირზე განაცხადა, რომელიც ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მიმდინარეობდა.

“სულ ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ტესტები, რომელიც მე კორონავირუსზე ჩავაბარე, დადებითი აღმოჩნდა”, – განაცხადა პრემიერმა.

მიშუსტინის თქმით, ის ექიმების რეკომენდაციას დაემორჩილება და თვითიზოლაციას დაიცავს.

 

წყარო: რეზონანსი