ბოლო ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით, საერთო ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობამ 17-ს მიაღწია. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთს, რეგიონში COVID 19-ით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 19 ადამიანს ჩაუტარეს. ორ მათგანს ინფექცია დაუდასტურდა.

ინფიცირებული პაციენტები სტუდენტები არიან, რომლებიც აფხაზეთში რუსეთიდან დაბრუნდნენ.