შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხვალ, 31 დეკემბერს, გეგმავს შედგეს სატელეფონო ზარი მას და ვლადიმერ პუტინს შორის, რათა შეახსენოს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, რომ უკრაინის გარშემო დეესკალაცია ჯერ კიდევ შესაძლებელია დიპლომატიური საშუალებებით. ამის შესახებ ამერიკული არხი CNN საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

შეერთებული შტატები აგრძელებს რუსული ჯარების მნიშვნელოვანი რაოდენობის აღრიცხვას უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საზღვრებთან ახლოს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პუტინი და ბაიდენი არ მიიღებენ მონაწილეობას ჟენევაში 2022 წლის 10 იანვარს დაგეგმილ მოლაპარაკებებში სახელმწიფოებს შორის. ამერიკულ მხარეს უშიშროების საბჭოსა და პენტაგონის თანამშრომლები იქნებიან.

ამ დროისთვის შეერთებული შტატები აგრძელებს რუსეთს განუმარტოს, რომ მოლაპარაკებებში პროგრესი საჭიროა უკრაინის დეესკალაციის მისაღწევად.

 

შეგახსენებთ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რამდენიმე წელია ვითარება კრიტიკულია.

 

 

 

 

თამო თავხელიძე