“არავის არ ვეძახით მოდითო, მაგრამ ხალხი თვითონ მობრძანდება, ხო ხედავთ… თუ მოვიდა კაცი უნდა მიიღო, თუ არ მოვიდა, დღეს არავის არ ვეძახით… ხელისუფლებასთან ერთად შევძლებთ იმას, რომ ჩავატაროთ ისე, როგორც ტარდება. უნდა დაგვაცადონ, რომ აქ იქნება თუ სხვა ტაძრებში, წესრიგზე ვიზრუნოთ. ჩვენ არ ვიცავთ იზოლაციის წესებს ან იმას? შეხედეთ რამდენი დრო გავიდა, 6 კვირაზე მეტია გასული, რაც ყველაფერი დაწყებულია და ძალიან  უნდათ ხოლმე, რომ კლასტერი ეკლესიიდან იყოს, მაგრამ ვინმეს გადადებია აქედან?!” – აცხადებს მეუფე იაკობი ჟურნალისტებთან საუბრისას.