პარლამენტში სოფო კილაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის Tik tok-ით ბევრი ადამიანი გახალისდა, თუმცა ოპოზიციამ სალანძღავად გამოიყენა.

„ძალიან უღირსი საქციელი იყო, ახლა ქალბატონმა სალომემ რაც გააკეთა, ტიკტოკი რომ ახსენა. ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის სიმყარის, განვითარების გარანტი და ეს თქვენ ძალიან კარგად იცით. ამიტომაც გყავთ ეს ადამიანი ამოღებული მიზანში, ამიტომ არის სულ მასზე რომ ლაპარაკობთ. და ისეთი პოზიტიური რამ, რაც იყო, რაც ვნახეთ გუშინ და ძალიან ბევრი ადამიანი გახალისდა, ძალიან კარგი ნაბიჯი იყო მათი მხრიდან, ეს თქვენ ლანძღვისთვის გამოიყენეთ“, – განაცხადა კილაძემ.

„რაღაცა მაინც გააკეთეთ ისეთი კონკრეტული, რაც ადამიანებს სიკეთეს მოუტანს და არა ეკლესიის ლანძღვა-გინება, რაც ხშირად გვესმის თქვენი მხრიდან და ძალიან სამწუხაროა“, – დასძინა კილაძემ.

 

წყარო: publika.ge