11 მაისიდან ქვეყანა შეზღუდვების მოხსნის მეორე ეტაპზე გადადის.

კერძოდ, 11 მაისიდან იხსნება ჩაკეტილი თბილისი. ორშაბათიდან მოქალაქეებს შეუზღუდავად შეეძლებათ დედაქალაქში შესვლა და გასვლა; ე.წ. კომენდანტის საათი ძალაში რჩება.

გაიხსნება ყველა სახის წარმოება;

ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც შესასვლელი ქუჩიდან აქვს. ეს არ ეხება მოლებს და ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით მოვაჭრე მაღაზიებს;

ავტო-სამრეცხაოები და ავტო-სერვისები სრულად;

კომპიუტერების, პირადი და საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი;

სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება;

ბიზნესოპერატორებმა თუ სხვა დაწესებულებებმა უნდა დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციები, რომელიც თითოეული სექტორისთვის არის შემუშავებული.

რაც შეეხება ტურიზმის გახსნას.

მთავრობის გეგმით, 15 ივნისიდან ადგილობრივი ტურიზმის სერვისები გაიხსნება, ხოლო პირველი ივლისიდან საქართველო უცხოელ ტურისტებს მიიღებს.

2020 წელს ტურიზმის სექტორი სრულად განთავისუფლდება ქონების გადასახადისგან;

ტურიზმის სექტორში მომშავე კომპანიების საშემოსავლო გადასახადი გადავადდება წლის ბოლომდე;

5 მილიონის სესხის 80 პროცენტამდე სუბსიდია შეეხება იმ სასტუმროებს, რომელთა ბრუნვა არის 20 მილიონ ლარამდე.

წყარო: პრაიმთაიმი