COVID 19-ით ინფიცირებულების რაღაც რაოდენობა ქვეყანაში შენარჩუნდება, მაგრამ ეს არ უნდა იყოს იმდენი, რომ მან საზოგადოებრივი ცხოვრების პარალიზება მოახდინოს. აი, ამას ჰქვია, ვისწავლოთ ცხოვრება COVID19-თან ერთად.

ამ ეტაპზე ითვლება, რომ ეს ზომები საკმარისია, რამდენადაც საქართველოში ეპიდემიის განვითარების სცენარი დრამატული არ არის, ევროპასა და ამერიკაში ერთ -ერთი საუკეთესოა.

ამიტომ, ზომების შემდგომი გამკაცრება ამჟამად საჭიროდ არ მიმაჩნია, მაგრამ თუ ისევ ასეთი უპასუხისმგებლობის გამოვლენა იქნება, როგორიც მარნეულში და თუ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეული ჩვენგანის სისხლის ფასად მიღწეულ სტაბილიზაციას ჩვენივე ხელით დავანგრევთ მაშინ დღის წესრიგში ზომების გამკაცრების აუცილებლობა დადგება.

ყველას მინდა მოვუწოდო, დავიცვათ ეს შედარებით რბილი წესები, რომ მათი გამკაცრების აუცილებლობა არ დაგვიდგეს“,- განაცხადა ცერცვაძემ.