შეერთებულმა შტატებმა თავისი ევროპელი პარტნიორები გააფრთხილა, რომ რუსეთი შესაძლოა უკრაინაში შეჭრას გეგმავს, რადგან მოსკოვსა და ბლოკს შორის მიგრანტებისა და ენერგომომარაგების გამო დაძაბულობა ჩნდება, იტყობინება Bloomberg-ი.

 

„რადგან ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების შეკრებას, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა აცნობეს ევროკავშირის კოლეგებს შესაძლო სამხედრო ოპერაციის გამო შეშფოთების შესახებ“, – თქვა სააგენტომ. წყაროების ცნობით, ვაშინგტონის შეფასებები ეფუძნება ინფორმაციას, რომელიც ამერიკულ მხარეს ჯერ არ გაუზიარებია ევროკავშირის ქვეყნებთან.

 

ამასთან, სააგენტოს კრემლთან დაახლოებულმა თანამოსაუბრემ განაცხადა, რომ რუსეთი ახლა არ აპირებს უკრაინასთან ომის დაწყებას, „მაგრამ მოსკოვმა უნდა აჩვენოს, რომ მზადაა, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს ძალა“. მოსკოვის კიდევ ერთმა წყარომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის შეტევა ნაკლებად სავარაუდოა, რადგან რუსეთის ჯარებს შეექმნათ საზოგადოებრივი წინააღმდეგობა კიევში და სხვა ქალაქებში.

 

თუმცა, მისი თქმით, კრემლს აქვს გეგმა, უპასუხოს “უკრაინის პროვოკაციებს”.

 

 

თამო თავხელიძე