კენტუკის რესპუბლიკელმა სენატორმა რენდ პოლმა დაბლოკა კანონპროექტი უკრაინის დამატებითი დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ, დაახლოებით 40 მილიარდი დოლარის ოდენობით, იტყობინება Bloomberg.

 

„რენდ პოლმა მხოლოდ და მხოლოდ დაბლოკა უკრაინის დახმარების სწრაფი მიწოდება. ის სენატს უბიძგებს, რომ კანონპროექტი ჩაასწორონ , თუმცა საბოლოოდ მაინც აპირებენ მის წინააღმდეგ კენჭისყრას, აშშ-ში სახელმწიფო ვალისა და ინფლაციის პრობლემის მოტივით“, – დაწერა სააგენტოს ჟურნალისტმა სტივენ დენისმა.

 

„თუ უკრაინას საჩუქრად გადასცემენ, ამ ქვეყნისთვის ჩვენი დახმარების ჯამური ოდენობა რუსეთის სამხედრო ბიუჯეტს გაუტოლდება, ეს ფული ჩვენს ფეხქვეშ არ დევს, ჩინეთიდან უნდა ვისესხოთ, რომ გამოგიგზავნოთ. მოგვიანებით უკრაინაში“, – განაცხადა სენატორმა პოლმა, რომლის გამოსვლაც C-SPAN-მა გაავრცელა.

 

პოლის პოზიცია ნიშნავს, რომ კანონპროექტი, სავარაუდოდ, საბოლოოდ დამტკიცდება, მაგრამ არა ისე სწრაფად, როგორც დაგეგმილი იყო. სენატორებმა ჯერ უნდა განიხილონ პოლის წინადადებები და კენჭი უყარონ მათ. ეს ყველაფერი მათ სენატს მუშაობის რამდენიმედღიანი პაუზის შემდეგ ელის. შედეგად, The Hill-ის ცნობით, საბოლოო კენჭისყრა გაიმართება მომავალ კვირას და შესაძლოა მოგვიანებითაც. გარდა ამისა, თუ პოლის მოთხოვნით კანონპროექტის ტექსტი შეიცვლება, საბოლოო სახით დოკუმენტი კვლავ უნდა გადაეგზავნოს წარმომადგენელთა პალატას ხელახლა განსახილველად.

 

 

 

 

თამო თავხელიძე