ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, თუ ახალი შემთხვევების ზრდის დინამიკა დღევანდელი ტემპის მიხედვით გაგრძელდა, მით უმეტეს პიკის ფაზაში, კლინიკები არ გადაიტვირთება.

“თუ შენარჩუნებული იქნება ის რაოდენობა, როგორც ახლა, მაგალითად დღევანდელ დღემდე მოვაღწიეთ, შესაბამისად ამას სამედიცინო ნაწილმა გაუძლო და სერვისის გარეშე არ დარჩენილა არც ერთი პაციენტი. ასე რომ ჩვენი კლინიკის გამოცდილებიდან გამომდინარე, ასეთი სიჩქარით ზრდას ნამდვილად აიტანს ჩვენი კლინიკაც და სხვა კლინიკებიც,” – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 5-ით გაიზარდა. stopcov.ge-ის მონაცემებით, ინფიცირებულთა რიცხვი 615-ს შეადგენს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 275-ია.