პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გამართულ ქართველი მედიკოსების გაფართოებული შეხვედრის შემდეგ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ შეხვედრისას განხლულ საკითხებზე ისაუბრა.

მისი თქმით მედიკოსებმა ერთმანეთს ვირუსთან ბრძლის გამოცდილება გაუზიარეს. მრავლ პარაქტიკას შორის ცერცვაძემ ბათუმის კლინიკის მეთოდზე ოზონოთერაპიაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ აღნიშნული მეთოდით 4 პაციენტიდან სამი 9 დღეში განიკურნა.

„შეხვედრაზე საუბარი იყო კორონავირუსთან მკურნალობის ზოგიერთ ახალ მიდგომაზე, რომელთაც საქართველოშ ზოგიერთი კლინიკა იყენებს და რომელიც შესაძლოა იყოს პერსპექტული, მაგალითად ბათუმის გამოცდილება, სადაც ოზონოთერაპია გამოიყენეს და წინასწარი მონაცემებით ძალიან წარმატებით, მათ 4 პაციენტზე ჩაატარეს მკურნალობა და აქედან 3 პაციენტს ვირუსი მეშვიდე და მეცხრე დღეს გაუქრა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ადამიანებს საქართველოში კორონავისრუსთან ერთდ ცხოვრება მოუწევს ვინაიდან შეზღუდვების მოხსნის გარეშე მოქალაქეებს ელემენტარულად არსებობა გაუჭირდებათ.

„საგანგებო მდგომარეობის, კარანტინისა და დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება გარდაუვალია, იმიტომ რომ ქვეყანა დიდხანს ვერ იარსებებს ამ პირობებში, ელემნტარულად ადამიანებს უჭირთ და რაც მთავრია ქვეყანა უნდა გამოვიდეს ეკონომიკური შოკიდან, ეს უბრალოდ აუცილებელია. ამ პირობებში რა თქმა უნდა რისკი იზრდება და ამ პირობებში მასბრივი ტეტირება სასარგებლო იქნება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

25 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კოვიდ 19-ით 456 ადამიანია ინფიცირებული, აქედან დღემდე 139 პირია გამოჯანმრთელებული ხოლო 5 გარდაცვლილი.

პანდემიასთან ბრძოლის პირობებში 21 მარტს ერთი თვით გამოცხადებული საგაგნეგბო მდგომარეობა ხელისუფლებამ 22 მაისამდე გაახნგრძლივა.

 

წყარო: pia.ge