508 ახალი შემთხვევა – აზერბაიჯანში კორონავირუსის შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება

აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება.

23 ივნისის ოფიციალური ინფორმაციით, დღე-ღამეში ქვეყანაში 508 შემთხვევა დაადასტურეს.

რაც შეეხება წინა დღეების შემთხვევების რაოდენობებს, ეს რიცხვები ასე გამოიყურება:  22 ივნისი – 478, 21 ივნისი – 491, 20 ივნისი – 471, 19 ივნისი – 438, 18 ივნისი – 338, 17 ივნისი – 329.

აზერბაიჯანში კოვიდინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 13 715-ია.

წყარო

2020-06-24T13:58:09+04:00ივნისი 24th, 2020|