საქართველოს საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი სახელმწიფო დაცვის სამსახურში მუშაობს და საპატრიარქოს შენობას იცავს. ბოლოს ის სმენაში 12 აპრილს იმყოფებოდა.

ის კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში ცხოვრობს და სამსახურში იქიდან დადის.

ამ დროისთვის მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება. მასთან შემხებლობაში მყოფი რამდნეიმე პირი უკვე კარანტინში გადაიყვანეს.