ფინეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი ალექსანდრე სტუბი გასულ კვირას კიევს ეწვია, სადაც შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის.

სტუბის თქმით, შეხვედრის შემდეგ მან გააცნობიერა, რომ „ზელენსკის და უკრაინას სხვა არჩევანი არ აქვთ, გარდა იმისა, რომ გააგრძელონ ბრძოლა“. ფინეთის პრეზიდენტის თქმით, მის ქვეყანას აქვს არჩევანი: ”ჩვენ შეგვიძლია ან დავეხმაროთ უკრაინას, ან პუტინს მივცეთ საშუალება გაანადგუროს იგი.”

ასევე, ფინეთის პრეზიდენტმა გააკრიტიკა პენტაგონის ხელმძღვანელის ლოიდ ოსტინის განცხადება, რომელმაც მოუწოდა უკრაინას, არ შეუტიოს რუსულ გადამამუშავებელ ქარხნებს ნავთობის ფასების შესაძლო ზრდის გამო. სტუბის თქმით, ნავთობის ფასების საკითხი მასში არანაირ შეშფოთებას არ იწვევს და მისთვის მთავარი  უკრაინელების სიცოცხლის გადარჩენის საკითხია.