შარშან საგანგებო მდგომარეობის დროს პარლამენტმა ცენზორ კახა ბექაურის ინიციატივით ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანა. ბექაურს მიენიჭა კერძო კომპანიებში დროებითი მმართველის დანიშვნის უფლება.

ბოლო რამდენიმე თვეში მისი გადაწყვეტილებით აბსურდული ბრალდებებით დააჯარიმეს კრიტიკული ტელევიზიები, ჩემი ცოლის დაქალები და ა.შ.

ამ ყველაფრის შესახებ ვენეციის კომისიის გადაწყვეტილებაში წერია, რომ ევროპაში არ არსებობს მარეგულირებელი, რომელსაც ამდენად ფართო უფლებები აქვს. საკანონმდებლო ცვლილებები ვერ აბარებს ვერც ლეგიტიმურობის და ვერც პროპორციულობის ტესტს, ხოლო მომხმარებელთა უფლებების დაცვის მოტივით სანქციების დაწესებაზე კომისია ამბობს, რომ მარეგულირებელს ზედმეტად ფართო უფლებები აქვს მინიჭებული.

ბუნებრივია, რომ ევროპის მასშტაბით უპრეცედენტოდ ფართო უფლებებს კახა ბექაური და ქართული ოცნება განსხვავებული აზრის, თავისუფალი სიტყვის და კრიტიკულად განწყობილი მედიის ჩახშობისთვის იყენებს.

წერს საკუთარ facebook -ის გვერდზე პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია.