ნეიტრალურ ავსტრიას, შვეიცარიას, მალტას და ირლანდიას სურთ “გააღრმავონ” ურთიერთობა ნატოსთან, მათ შორის ერთობლივი ტრენინგისა და ინფორმაციის გაცვლის გზით. როგორც Ukrinform-ი ავსტრიულ გაზეთ Die Presse-ზე დაყრდნობით იუწყება, შესაბამისი არაოფიციალური დოკუმენტი (Non-Paper) ამ ქვეყნებმა ნატოს შტაბ-ბინაში გასული წლის დეკემბერში გაგზავნეს.

„შარშან, შობამდე ცოტა ხნით ადრე, ავსტრიის და კიდევ სამი ნეიტრალური ქვეყნის დიპლომატებმა გამოგზავნეს ორგვერდიანი წერილი, რომელშიც საუბარი იყო უფრო მჭიდრო ურთიერთობებზე, ხოლო ადრესატი გახლდათ   ორგანიზაცია, რომელიც მდებარეობს ბრიუსელში ლეოპოლდ III-ის გამზირზე:  ავსტრიამ, ირლანდიამ, მალტამ და შვეიცარიამ მიმართეს თავდაცვის ალიანსს, რადგან მათ სურთ ალიანსთან პარტნიორობის „გაფართოება““, – ნათქვამია ავსტრიული გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიაში.

Die Presse-სთვის გაგზავნილ (Non-Paper)-ში, ოთხმა ნეიტრალურმა ქვეყანამ ასევე წარმოადგინა „ძალიან კონკრეტული წინადადებები“, თუ როგორ შეიძლება წინ წაიწიოს თანამშრომლობამ. – დამატებითი ერთობლივი წვრთნებიდან „დოკუმენტებსა და ინფორმაციაზე პრივილეგირებულ ხელმისაწვდომობამდე“ და ასევე ალიანსთან თანამშრომლობის დამყარება კიბერუსაფრთხოების, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების დაცვისა და „ახალი დივერსიული ტექნოლოგიების“ წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში.

წერილში ოთხი ნეიტრალური ქვეყანა საკუთარ თავს უწოდებს “ნატოს უახლოეს პარტნიორებს, როდესაც საქმე ეხება საერთო ღირებულებებს” და ამავდროულად ხაზს უსვამს ალიანსთან პარტნიორობის “მზარდ მნიშვნელობას” .

ისინი ასევე ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ რუსეთის  აგრესიული უკანონო ომი უკრაინის წინააღმდეგ “თითოეულ  ჩვენგანზე მოქმედებს”….

ნატომ Die Presse-ს დაუდასტურა, რომ ოთხი ნეიტრალური ქვეყანა ცდილობს „თანამშრომლობის გაღრმავებას“ და რომ დეკემბრის წერილიც ამის საფუძველია.  აქვე შეგახსენებთ, რომ ამ ინიციატივის განხორციელება უკვე დაწყებულია და დაგეგმილია რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრაც კი.

 

 

 

 

თამო თავხელიძე