უმაღლეს რადას ყოფილმა დეპუტატმა ოპოზიციური პლატფორმიდან ОПЗЖ ილია კივამ, პუტინს პოლიტიკური თავშესაფრისა და რუსეთის მოქალაქეობის მოთხოვნით მიმართა.

 

შესაბამისი წერილი მან ტელეგრამის არხზე გამოაქვეყნა. „მე ვარ მოწესრიგებული, ძლიერი ადამიანი, რომელმაც იცის პასუხისმგებლობა თავის ქმედებებზე, მზად არის შეუერთდეს რუსეთის რიგებს და გავაგრძელო ბრძოლა ჩვენი მოძმე ხალხების ინტერესებისთვის. ვითხოვ პოლიტიკური თავშესაფრის მოცემის ნებართვას და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის შესაძლებლობას“, – ნათქვამია პუტინისადმი ღია წერილის ტექსტში.

 

 

ილია კივაზე ეჭვი გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ აიღო და განაცხადა  კიდეც ამის შესახებ.

 

24 თებერვლის ღამეს კივამ, რომელსაც რუსი პროპაგანდისტები იყენებდნენ, რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლის შემდეგ განაცხადა, რომ „უკრაინელ ხალხს სჭირდება განთავისუფლება“, ხოლო „უკრაინელები, ბელორუსები, რუსები ერთი ხალხია“.

 

 

თამო თავხელიძე