ნატოს პარტნიორობისა და კოლექტიური უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე,  ალიანსსა და უკრაინას შორის პარტნიორობის მიზნების განახლება განიხილეს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა.

ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის ოპერაციების საკითხებში ჯონ მუნცის თქმით, უკრაინა აჩვენებს პროგრესს უსაფრთხოების და თავდაცვის სექტორის რეფორმირების პროცესში, ასევე მიაღწევს წინსვლას პარტნიორობის მიზნების შესრულებაში.

მუნცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო გააგრძელებს უკრაინის  მხარდაჭერას, საჭირო რეფორმების განხორციელებაში და მისი უსაფრთხოების და თავდაცვის ძალების განვითარებაში.

პარტნიორობის მიზნების ახალი ნაკრები შეიცავს უკრაინის საქმიანობასა და ამოცანებს 2025 წლამდე. იგი ასევე აღწერს ძალებსა და საშუალებებს, რომ უკრაინა ემზადება ნატოს მისიებში და ოპერაციებში, ასევე “პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ ნატოსა და უკრაინის დელეგაციებმა მხარი დაუჭირეს წინადადებებს და ისინი   ახალ მიზნებზე შეთანხმების, შემდეგ ეტაპზე გადავლენ.

 

პრემიერ მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინა ქმნის ნატო-ს სტანდარტებზე გადასვლის ეროვნულ სისტემას.

 

 

 

 

 

 

თამო თავხელიძე