31 აგვისტოს ღამით,  უკანასკნელი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ავღანეთიდან აფრინდა,- ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post პენტაგონზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

აშშ-ს ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, გენერალმა კენეტ მაკენზიმ გამოაცხადა ავღანეთიდან ჩვენი გაყვანის დასრულება და ამავდროულად სამხედრო მისიის დასრულება რომელიც ითვალისწინებდა: ამერიკის მოქალაქეების, მესამე ქვეყნის მოქალაქეების და ავღანელების ევაკუაციას დაუცველი ჯგუფებიდან.

 

ამრიგად, ამერიკული ჯარების გაყვანით, ამერიკელთა 20 წლიანი მისია ავღანეთში მთავრდება. ამავდროულად, მეთაურმა დაასახელა ავღანეთში ომის დროს შეერთებული შტატების დანაკარგების საბოლოო მონაცემები: 2,461 ადამიანი დაიღუპა და 20,000 -ზე მეტი დაიჭრა.

 

პენტაგონის მონაცემებით, ავღანეთში ისლამური სახელმწიფოს დაახლოებით 2 ათასი “განსაკუთრებით აგრესიული” ბოევიკია დარჩენილი.

 

პენტაგონმა ასევე გამოაქვეყნა ბოლო ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის ფოტო, რომელმაც დატოვა ავღანეთი.

 

ასევე მოგახსენებთ, რომ გენერალ -მაიორი კრის დონაჰიუ, 82 -ე სადესანტო დივიზიის მეთაურის პოსტზე დაინიშნა.

 

 

 

 

 

თამო თავხელიძე