პანდემიის ახალი რაუნდის თავიდან ასაცილებლად კორონავირუსის დელტა ვარიანტის გავრცელების ფონზე, ჩინეთის დიდი ქალაქების ხელისუფლება ატარებს მოსახლეობის მასობრივ ტესტირებას.

 

ქალაქში კორონავირუსული ინფექციის რამდენიმე შემთხვევის გამოვლენის შემდეგ, უჰანის ხელისუფლება აპირებს შეამოწმოს COVID-19-ზე მისი მთელი მოსახლეობა, რომელიც 12 მილიონზე მეტი ადამიანისგან შედგება. ამის შესახებ სამშაბათს, 3 აგვისტოს,  ქალაქის ადმინისტრაციის გენერალური მდივნის მოადგილემ, ლი ტაომ განაცხდა.

 

”ჩვენ ვიწყებთ ყველა მაცხოვრებლის კორონავირუსზე გადაუდებელ ტესტირებას, ვგეგმავთ მისი დასრულებას რაც შეიძლება მალე და ჩვენ ვიმოქმედებთ რაც შეიძლება სწრაფად,” – განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

ერთი დღით ადრე, 2 აგვისტოს, უჰანის ხელისუფლებამ გამოაცხადა კორონავირუსის ინფექციის შვიდი შემთხვევა ჩინეთში სხვა რეგიონებიდან ჩამოსულ მუშებში. გასული წლის განმავლობაში, ქალაქში არცერთი ინფექციის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რომელიც პანდემიის დაწყებიდან 76 დღის განმავლობაში ფაქტიურად მოწყვეტილი იყო გარე სამყაროს მკაცრი საკარანტინო ზომების გამო. პეკინი ცდილობს თავიდან აიცილოს ქვეყანაში პანდემიის ახალი რაუნდი, რომელიც დაკავშირებულია კორონავირუსის დელტა ვარიანტის გავრცელებასთან.

რიგ ქალაქებში ტარდება მოსახლეობის მასობრივი ტესტირება და ყველა, ვინც კონტაქტშია ინფიცირებულებთან, მოთავსებულია მკაცრ კარანტინში.

ტურისტებს ეკრძალებათ ჩინეთის დედაქალაქში შესვლა. აღმოსავლეთ ჩინეთის ქალაქ იანჯოუში, ინფიცირების 40 შემთხვევის შემდეგ, ხელისუფლებამ გასცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ცენტრის 1.3 მილიონ მკვიდრს ეკრძალება სახლების დატოვება.

თითოეულ ოჯახს უფლება აქვს დღეში მხოლოდ ერთი ადამიანი გაგზავნოს ქალაქში საჭირო შესყიდვების შესასრულებლად. 2020 წელს კორონავირუსთან ბრძოლის მკაცრი ზომების წყალობით, პეკინმა შედარებით სწრაფად შეაჩერა მისი შემდგომი გავრცელება ქვეყნის შიგნით. თუმცა, ახლა პანდემიის ახალი ეტაპის საფრთხე ემუქრება ჩინეთს: ივლისის შუა რიცხვებიდან ქვეყანაში გამოვლენილია ინფექციის 400-ზე მეტი შემთხვევა.

 

 

თამო თავხელიძე