ცხინვალში სამოქალაქო აქტივისტს, თემურ ცხურბათს უცნობი პირები თავს დაესხნენ და მძიმე დაზიანებები მიაყენეს. ამის შესახებ ინფრომაციას Кавказский Узел ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აქტივისტს ძალადობის შედეგად ყბის ძვლის მოტეხილობა აქვს. 18:02 საათზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცხურბათი ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის დოკუმენტების გაფორმებას ელოდებოდა, რის შემდეგაც ის ჩრდილოეთ ოსეთში უნდა გადაეყვანათ.

გამოცემა თვითმხილველებსა და ცხურბათის ახლობლებზე დაყრდნობით იუწყება, რომ თავმდასხმელებს არ მოწეონათ ცხურბათის მიერ ედუარდ კოკოითის შესახებ გაკეთებული განცხადებები. ამასთან, აქტივისტმა ყოფილ დე ფაქტო პრეზიდენტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში არა ერთი უარყოფითი კომენტარი გააკეთა, რაც ძირითადად კოკოითის სამხრეთ ოსეთში დაბრუნებას შეეხებოდა.

გამოცემის ცნობით, ცხურბათს ახალგაზრდა ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფი დაესხა თავს, რომელთა შეჩერებაც იქვე მყოფმა სწრაფი რეაგირების სპეცდანაყოფის და ომონის შეძლეს.