თურქულმა პრესამ გამოაქვეყნა მონაცემები ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ, რომელიც სტამბულში და ანტალიაში ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. გაირკვა, რომ თურქულმა დაზვერვა MIT-მა გაანეიტრალა რუსეთის სპეცსამსახურების აგენტების ჯგუფი 6 ადამიანისგან, რომელთაგან 2 თურქეთის მოქალაქე იყო.

 

პრესა აღნიშნავს, რომ თურქული დაზვერვა ბოლო წლებში სათითაოდ ანადგურებს რუსული სპეცსამსახურების ქსელებს, ამცირებს მათ შესაძლებლობებს და აქტიურობას ქვეყანაში.

 

შეგახსენებთ, რომ ამასთან დაკავშირებით 2021 წლის ოქტომბერში სტამბულის პოლიციის ანტიტერორისტულმა დეპარტამენტმა და თურქეთის ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაცია MIT-მა ასევე დააკავეს 6 ადამიანი. მათგან ოთხი ასევე რუსეთის მოქალაქე იყო, კიდევ ორი ​​- უკრაინისა და უზბეკეთის. მოგვიანებით გაირკვა, რომ ისინი იყვნენ კადიროველები (ჩეჩნეთის მკვიდრნი) აბდულ აბდულაევი, ბესლან რასაევი, რავშან ახმედოვი და ასლანბეკ აბდულმუსლიმოვი. მათ ბრალი ედებოდათ თურქეთში მცხოვრები, რუსეთის და კადიროვის მარიონეტული რეჟიმის ეჭვმიტანილი მოწინაარმდეგე ჩეჩნეთის მკვიდრების მკვლელობის მცდელობის დაგეგმვაში..

 

მედიაში მიღებული ინფორმაციით, რუსეთის სპეცსამსახურების მეორე განეიტრალებული ტერორისტული ჯგუფის სათავეში რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ხამზათ დოკუევი იმყოფებოდა. წარმოდგენილი მონაცემებით ვიმსჯელებთ, დოკუევი წარმოშობით ჩეჩნია, რომელიც მუშაობდა რუსებისთვის საოკუპაციო ძალების სტრუქტურებში. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა თურქეთის სპეცსამსახურების მიერ განეიტრალებული რუსეთის აგენტების პირველი ჯგუფის ლიდერთან, ბესლან რასაევთან. დადგინდა, რომ დოკუევი თურქეთში 2014 წელს ჩავიდა მკვლელობის მიზნით. ის ქვეყანაში „იუსუპოვის“ და „დადაევის“ სახელებით შემოვიდა. ის თურქეთიდან 2015 წელს ჯაშუშობისთვის გააძევეს. ის ბოლოს თურქეთში “ხამზათ დოკუევის” სახელით, რუსეთის ორ მოქალაქესთან, ასევე რუს პოლიციელ მუსლიმ ამრიევთან და ბადრუდინ კიმაევთან ერთად, გასული წლის მარტში გამოჩნდა.

 

2011 წლიდან თურქეთში 74-ჯერ შემოსული და გამოსული დოკუევი 3 სხვადასხვა გვარს იყენებდა. ამჯერად რუსული სპეცსამსახურების აგენტების სამიზნე იყო რუსეთის 3 მოქალაქე, რომლებიც რუსეთიდან, სავარაუდოდ, „კანონმდებლობის დარღვევით“ გაიქცნენ. მათ მოსკოვი “წითელ ნუსხაში” იძებნება. ორი მათგანი თურქეთში ცხოვრობს – დანიილ სუხანოვი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ქონებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე და ალექსეი კუპრიანოვი, სანქტ-პეტერბურგის მანქანათმშენებლობის ფედერალური სახელმწიფო უნიტარული საწარმოსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტექნიკური ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი. . მოსკოვის ოფიციალური ვერსიით, ისინი მონაწილეობენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ კონტროლირებად „სამხედრო ტერიტორიებზე“ ტყეების გაჩეხვასა და ჩინეთში მიყიდვის საქმეში.

 

გავრცელებული ინფორმაციით, გაქცეულმა ჩინოვნიკებმა 4 მილიარდი რუბლის ოდენობის ზიანი მიაყენეს ქვეყანას. დადგინდა, რომ დოკუევის ჯგუფს ხელმძღვანელობდა რუსული სპეცსამსახურების გარკვეული აგენტი, სახელად ანდრეი. უპირველეს ყოვლისა, ხამზათ დოკუევს და მის თანამზრახველებს უნდა დაედგინათ გაქცეული რუსი ჩინოვნიკების მისამართები. თურქულმა სპეცსამსახურებმა სტამბოლის ფათიჰის რაიონში მდებარე სასტუმროში რუსული სადაზვერვო ჯგუფის გასანეიტრალებლად ოპერაცია ჩაატარეს.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ რუსეთის სპეცსამსახურების აგენტები თურქეთში მკვლელობის განზრახვით ჩავიდნენ და ისინი ეძებდნენ რუსეთიდან ადრე გაქცეული ორი მაღალჩინოსნის მისამართებს. 6 დაკავებულს შორის არის ვიღაც აჰმედ იდიგოვი, რომელიც, როგორც დადგინდა, ეხმარებოდა მკვლელობის უჯრედს მის საქმიანობაში თურქეთში. ასევე დააკავეს თურქეთის მოქალაქე სუატ ჩოშკუნი მეტსახელად „მარტოხელა მგელი“ და თურქეთის კიდევ ერთი მოქალაქე ინიციალებით ქ.ა., რომელიც მუშაობდა თურქეთის სახელმწიფო დაწესებულებაში. აღმოჩნდა, რომ სუატ ჩოშკუნი დაეხმარა დოკუევის ჯგუფს გაქცეული რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური პირების ზუსტი მისამართების მოძებნაში.

 

 

 

 

თამო თავხელიძე