უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ბუჩაში დანაშაულში ეჭვმიტანილი 10 პირის ვინაობა და ფოტო გამოაქვეყნა.

 

„გამოძიებამ აჩვენა, რომ მათ მძევლად აიყვანეს უიარაღო მშვიდობიანი მოქალაქეები, აშიმშილეს, მუხლებზე აყენებდნენ, დასცინოდნენ და სცემდნენ“.

 

 

 

 

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ გამოაქვეყნა 64-ე მოტომსროლელი ბრიგადის ათი წევრის ვინაობა და ფოტო, რომლებიც ბუჩაში ომის დანაშაულში ეჭვმიტანილები გახდნენ. ესენი არიან უმცროსი სერჟანტი ვიაჩესლავ ლავრენტიევი, რიგითები გრიგორი ნარიშკინი, ვასილი კნიაზევი, სერგეი პესკარევი და ალბერტ რადნაევი, კაპრალები სემიონ მალცევი, მიხაილ კაშინი, ანდრეი ბიზიაევი და დიმიტრი სერგიენკო და სერჟანტი ნიკიტა აკიმოვი.

 

„საკმაოდ სწრაფმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ბუჩას ოკუპაციის დროს მათ მძევლად აიყვანეს უიარაღო მშვიდობიანი მოქალაქეები, შიმშილითა და წყურვილით კლავდნენ,  ჰყავდათ მუხლებზე დადებული ხელებით და დახუჭული თვალებით, დასცინოდნენ და სცემდნენ.  ზოგს უმიზეზოდ აწამებდნენ კიდეც. რუსი სამხედროები მსხვერპლს მკვლელობით ემუქრებოდნენ და მათი მიმართულებით სროლით ტყვეების სიკვდილით დასჯასაც კი იმიტირებდნენ“, – წერს ვერეშჩუკი.

 

თამო თავხელიძე