მარტის დასაწყისიდან ხერსონი რუსეთის ჯარების ოკუპაციის ქვეშ იმყოფება. მოსახლეობის დაახლოებით ნახევარმა დატოვა ქალაქი, ხუთიდან ერთმა კი რეგიონი დატოვა. ისინი, ვინც თავიდანვე დარჩნენ, უკრაინის მხარდასაჭერ აქციებზე მიდიოდნენ,  მაგრამ შემდეგ საოკუპაციო ჯარებმა ტერორი მოაწყვეს. ადგილობრივმა მოსახლეობამ The Insider-ს განუცხადა მასობრივი გატაცებების, წამების, ძარცვისა და გაუპატიურების შესახებ.

 

 

მცირეოდენი ამონარიდი თუ რას ჰყვებიან ხერსონში ჩარჩენილი უკრაინელები რუსი ოკუპანტების ქმედებების შესახებ:

 

 

“ხერსონში ვმუშაობ მოხალისედ. ჩვენ ვიღებთ უამრავ ინფორმაციას ბინის ქურდობის შესახებ. ერთ-ერთ სოფელში რუსმა სამხედროებმა ადგილობრივებს ტრანსპორტი ძალით წაართვეს. იყო შემთხვევებიც, როცა კამაზით სავსე ჯარისკაცებმა მთელი ოჯახი სახლიდან ქუჩაში გამოყარეს და მათი კუთვნილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა სახლიდან გამოზიდეს (სარეცხი მანქანები, მტვერსასრუტები, თმის საშრობი,  გამწოვები),  მანქანა დატვირთეს და წაიღეს.  ამის შემდეგ სოფელში ადგილობრივი მოსახლეობის ცემა დაიწყო. ხერსონის რაიონის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე სოფელში ორი გოგონა გააუპატიურეს: ერთი 11 წლის, მეორე 14 წლის. მათი ოჯახის მეზობლები ამბობენ, რომ ეს კადიროვის კაცებმა გააკეთეს. პარალელურად სარდაფებში სცემდნენ კაცებსა და ქალებს. არც დაკითხეს და არც აწამეს, ეს იყო მხოლოდ აგრესიის გამოხატვა-უბრალოდ, უნდოდათ და სცემდნენ.

 

ამგვარი არასათანადო მოპყრობის გამო ადგილობრივები იძულებულნი გახდნენ ღამით დაეტოვებინათ სოფელი, დატოვეს ყველაფერი, რისი გატანაც ოკუპანტებმა ჯერ ვერ მოახერხეს. საოკუპაციო ხელისუფლების წესების მიხედვით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქალაქებსა და სოფლებში გადაადგილება შეუძლებელია, მაგრამ მათ, სიცოცხლის რისკის ფასად, გაქცევა გადაწყვიტეს. მე ვიცი ერთი ოჯახი, რომელიც ასე მოიქცა: მოხუცები შვილებით, შვილიშვილებითა და ნივთებით  მინდვრების გავლით ჩუმად მიცოცავდნენ, რომ ოკუპანტებს არ შეემჩნიათ მხოლოდ იმ ადგილას დგებოდნენ ფეხზე სადაც მაღალი ხეები იყო, შემდეგ კი ისევ მუცელზე მიცოცავდნენ უკრაინის საგუშაგოებისკენ, სადაც დახვდნენ, გაათბეს, აჩუქეს ტანსაცმელი, შემდეგ კი წავიდნენ ნათესავებთან და მეგობრებთან”.

 

 

 

9 მაისს ხერსონის დიდების პარკში გამარჯვების დღის საპატივსაცემოდ ცრუ მიტინგი გაიმართა, ამავე პარკში  ხერსონის მაცხოვრებლებიც გამოვიდნენ მკერდზე ყვითელი ლენტებით,  როგორც ოკუპაციის წინააღმდეგ პროტესტის სიმბოლო. ყველა ეს ადამიანი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს, ზოგიერთი მათგანი სახლში დღემდე არ დაბრუნებულა.

 

ერთი კვირის წინ ოკუპირებულ ქალაქი დატოვა ხერსონის ერთმა მკვიდრმა. იგი,  რუსეთის ერთ-ერთ საგუშაგოზე გააჩერეს და ჩხრეკა დაიწყეს. მათ შორის  ზურგჩანთებისა და ჩანთების შიგთავსიც შამოწმეს. ერთ-ერთ ჩანთაში იპოვეს ხელთათმანები და უკრაინის დროშა, რომელიც იქ ზამთრის შემდეგ მივიწყებული იყო….ეს იყო მამაკაცის უყურადღებობა. უბრალოდ დაავიწყდა ჯიბეში ჩახედვა. ეს დროშა მათთვის წითელ ნაჭრად იქცა. დაიწყეს მანქანის ჩხრეკა , გამუდმებით სცემდნენ და სცემდნენ  თირკმელების მიდამოში. მათ დაუსვეს პროვოკაციული კითხვები, როგორიცაა “როგორი განწყობით ხარ  რუსეთის ფედერაციის მიმართ?” და ნებისმიერი პასუხი, რომელიც მათ არ აკმაყოფილებდა, უფრო ძლიერი დარტყმის საბაბი იყო.,,,

 

 

ხერსონში მარტის შუა რიცხვებში,  რუსმა პატრულმა ქუჩაში, ორსული გოგონა  გააჩერა. მისი თქმით, პატრულში ქალიც იმყოფებოდა. დაიწყეს მისი ჯიბეების შემოწმება, ტელეფონით იპოვეს მისი მიმოწერა მეგობართან, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მსახურობს. სამხედროებთან ურთიერთობის გამო, მანქანაში შეგადეს, თავზე ტომარა ჩამოაფარეს გადაიყვანეს რაღაც შენობაში, სადაც დიდი ხნის განმავლობაში დაკითხვას უწყობდნენ დ თან აწამებდნენ.  ყველაზე მეტად გასაოცარი კი ის არის, რომ ამ გოგონას აწამებდა ქალი და არა მამაკაცი.  იქ მყოფ მამაკაცებს კი გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. შემდეგ მათ უბრალოდ  მანქანიდან მოისროლეს ის გოგონა სიტყვებით “მადლობა თქვი, რომ ცოცხალი ხარ”,-ასე, რომ  ორსული გოგონა ქალმა აწამა და სცემა…

 

 

თამო თავხელიძე