აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთი და რუსეთი ღიად დასცინიან თეთრი სახლის ამჟამინდელ ხელმძღვანელს, ჯო ბაიდენს. ამის შესახებ Fox News იუწყება.

”ბაიდენს ღიად დასცინიან ჩინელი მომლაპარაკებლები და რუსეთის პრეზიდენტი პუტინი. ისინი მას დასცინიან, ამცირებენ ჩვენს ქვეყანას ”, – თქვა ტრამპმა.

შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტის თქმით, ბაიდენმა რუსეთს მისცა ნება რუსული გაზსადენის Nord Stream 2 მშენებლობა დაესრულებინა, რამაც რუსეთის ფედერაციას უპატივისმცემლო დამოკიდებულების საფუძველი მისცა.

 

მედიაში ნათქვამია, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს სანქციების დაწესებას Nord Stream 2-ის მშენებლობის წინააღმდეგ ისე, რომ ზიანი არ მიაყენოს გერმანიას.

ევროკავშირმა მოითხოვა Nord Stream 2-ის რუსეთის წინააღმდეგ გამოყენება.

3 ივნისს ბაიდენისა და მერკელის მრჩეველებმა ვაშინგტონში განიხილეს Nord Stream 2, რუსეთი და უკრაინა.

 

 

 

 

 

თამო თავხელიძე