ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ Nord Stream 2 გაზსადენის მშენებლობა დიდი შეცდომაა გერმანიიისთვის.

 

ამის შესახებ ტრამპმა არიზონაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ექს-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, რომელიც მხარს უჭერს Nord Stream 2-ის მშენებლობას, ეს გააკეთა თავისი სახელმწიფოსთვის, მაგრამ მიუხედავად ამისა, პროექტი კვლავ დიდი შეცდომაა.

 

ტრამპის თქმით, ახლა გერმანიას შეუძლია “თეთრი დროშის აღმართვა”, რადგან იგი რუსეთისგან მიიღებს თავისი ენერგორესურსების დაახლოებით 60-70% -ს. აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე გაიხსენა, რომ 2020 წელს ანგელა მერკელმა თქვა, რომ ამერიკა მილიარდობით დოლარს ხარჯავს ბიუჯეტიდან, რათა გერმანია დაიცვას რუსეთისგან, ხოლო გერმანია რუსეთს მილიარდობით დოლარს, ენერგორესურსებში უხდის.

 

გარდა ამისა, ტრამპმა განმარტა, რომ მან მოახერხა Nord Stream 2-ის მშენებლობის გართულება ეკონომიკური სანქციების შემოღებით, ხოლო, რაც შეეხება ჯო ბაიდენის ამჟამინდელ ადმინისტრაციას,  სავარაუდოდ იგი “არ ერეოდა პროექტის განხორციელებაში”. ტრამპის თქმით, ბაიდენმა ”დაამტკიცა მსოფლიოში ყველაზე დიდი მილსადენი”, რომელიც გერმანიასა და რუსეთს აკავშირებს. კრემლმა განაცხადა, რომ პუტინი და მერკელი კმაყოფილი არიან Nord Stream 2-ის მშენებლობით.

 

 

თამო თავხელიძე