ავღანეთში თალიბმა  ქალს ქუჩაში ესროლა სავარაუდოდ “ისლამის წესების დარღვევისთვის”. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული არხი Foxnews ავრცელებს.

 

ინციდენტი ავღანეთის პროვინცია ტახარში ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით 17 აგვისტოს მოხდა. ტრაგედიის კადრები სწრაფად გავრცელდა ინტერნეტში. გამოქვეყნებული ფოტოსურათი აჩვენებს ქალს, რომელიც სისხლში წევს, ხოლო ნათესავები და სხვა ადგილობრივები მის გარშემო სხედან.

მიუხედავად დაპირებებისა, რომ ქალებს პატივისცემით მოექცეოდნენ, თალიბმა მოკლა ქალი მთელი სოფლის წინ, შარიათის კანონის სავარაუდო დარღვევის გამო.

 

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ინციდენტის ყველა დეტალი უცნობია. ზოგიერთი თვითმხილველი ირწმუნება, რომ ქალმა დაარღვია თალიბანის კანონები იმით, რომ გარეთ ბურკის გარეშე  გავიდა. ამავდროულად, ისიც ცნობილია, რომ თალიბებმა  დაიწყეს  ქაბულის მასშტაბით საგუშაგოების შექმნა. ისინი ფიზიკურდ უსწორდებიან ადამიანებს, რომლებიც ცდილობდნენ აეროპორტში მისვლას. ქვეყნიდან გაქცევის მიზნით

 

 

 

 

თამო თავხელიე