გაზეთ ქრონიკა პლუსის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს, სავარაუდოდ, გიორგი გაბუნიას მკვლელობის სავარაუდო დაგეგმვის საქმეზე.

კილაძის თქმით, რამდენიმე საათის წინ დაურეკა სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის გამომძიებელმა და 25 ივნისს გამოკითხვაზე დაიბარა.

„დამიკონკრეტა, რომ საქმე ეხება შეკვეთილი მკვლელობის გამოძიების საქმეს“, – თქვა კილაძემ 24 ინვნისს, ინგა გრიგოლიას გადაცემაში ჩართვისას, თუმცა დასძინა, რომ გამომძიებელს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რის შესახებ დაუსვამენ კითხვებს.

ჟურნალისტის თქმით, ხვალ, 1 საათზე მივა საგამოძიებო უწყებაში.

კილაძემ გამოთქვა ვარაუდი, რომ მისი დაბარება უკავშირდება წარმოშობით უკრაინელი ჟურნალისტის, ოლეგ დეინეკას მიერ „იმედის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას.

დეინეკამ, რომელიც კილაძემ დაახასიათა, როგორც „პრორუსული განწყობების მქონე“, „იმედს“ უთხრა, რომ „11 თებერვალს საქართველოდან მათ ორი პიროვნება დაუკავშირდა, რომლებმაც გიორგი გაბუნიას, როგორც ახალი პოლიტიკური ლიდერის, პოპულარიზაცია სთხოვეს, მასთან საკონტაქტო პირად კი, ელისო კილაძე დაასახელეს“.

„მაქვს გონივრული ეჭვი, რომ რუსული მხარე ცდილობს, შემოიტანოს შეკვეთილი მკვლელობის ვერსია, ოღონდ სხვა მიმართულებით, — თითქოს გაბუნიას მკვლელობა მზადდებოდა სხვა ძალების მიერ, რათა საპარლამენტო არჩევნების წინ მომხდარიყო ქაოსი და მე … დასახელებული ვარ სავარაუდო ქაოსის ერთ-ერთ ორგანიზატორად“, – თქვა ქილაძემ ტვ პირველზე საუბრისას.

 

ელისო კილაძე სუს-ში დაიბარეს

📌 ელისო კილაძე სუს-ში დაიბარეს➡ რა ინფორმაციას ფლობს და რა ვერსიები აქვს შეკვეთილი მკვლელობის მზადების შესახებ ჟურნალისტს

Geplaatst door TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი op Woensdag 24 juni 2020