სტამბოლში ქართველებსა და ჩეჩნებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და ორი ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე მისულ მედიკოსებს ორი მოქალაქე გარდაცვლილი დახვდათ.

დაშავებულებს შორის ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევა სტამბოლის ერთ-ერთი რესტორნის წინ მოხდა და დაპირისპირებაში 7 ადამიანი მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ დაპირისპირების კადრები ერთ-ერთმა თვითმხილველმა გადაიღო.

იხილეთ ვიდეო:სტამბოლში ქართველებსა და ჩეჩნებს შორის დაპირისპირება მოხდა, დაღუპულია 2 ადამიანი – თურქული მედია კადრებს ავრცელებს.

 

interpressnews.ge