ეს კაპიტალდაბანდება ცხადყოფს, რომ ჩვენ საქართველოს განვითარების გვწამს. საქართველო გაუძლებს ამ პანდემიას და ერთად გამოვალთ ამ პრობლემიდან, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნისას განაცხადა.

მისი თქმით, ქართველ ხალხს გახსნილი უნდა ჰქონდეს ფანჯარა დასავლეთისკენ და ეს აეროპორტიც ამ წარმატების მაგალითია.

„ეს ინვესტიცია აეროპორტის ინფრასტრუქტურაში ცხადყოფს, რომ დასავლელი პარტნიორები არიან მეგობრები ნებისმიერ ამინდში და გამოწვევებით აღსავსე დროსაც. „ტავ ჰოლდინგი“ არის ADB-ს შემადგენელი და დიდი სურვილი გვაქვს, რომ ეს ინვესტიცია იყოს წარმატებული. ეს კაპიტალდაბანდება ცხადყოფს, რომ საქართველოს განვითარების გვწამს. საქართველო გაუძლებს ამ პანდემიას და ერთად გამოვალთ ამ პრობლემიდან. ჩვენ მხარს ვუჭერთ „ტავ ჰოლდინგს“ და გვინდა ქართველ ხალხს ჰქონდეს ეს ფანჯარა გახსნილი დასავლეთისკენ, ეს აეროპორტი ამ წარმატების მაგალითია. ხვალ დავბრუნდები თბილისში და ყველას მოვუწოდებ, ეს პარტნიორობა საფრანგეთს, თურქეთსა და საქართველოს შორის, „ტავსა“ და საქართველოს შორის მომავალშიც წარმატებული იყოს“, – აღნიშნა დიეგო კოლასმა.

 

 

interpressnews.ge