საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ყავს.  დღეს საქართველოს პარლამენტმა ქართული ოცნების უკვე ყოფილ თავმჯდომარეს ხმათა უმრავლესობით ნდობა გამოუცხადა. ასევე მის დანიშვნას ხელი პრეზიდენტმა ზურაბიშვილმაც მოაწერა.

სტატიაში გთავაზობთ ირაკლი კობახიძის მოკლე ბიოგრაფიას და ქონებრივ დეკლარაციას;

ირაკლი კობახიძე 1978 წლის 25 სექტემბერს, თბილისში დაიბადა.

მისი მამა ცნობილი ქართველი პოლიტიკოსი  და ფიზიკოსი, წარსულში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კობახიძეა, ხოლო დედა თსუ-ს პროფესორი თამარ ზაალიშვილი.

ჰყავს მეუღლე, 1985 წელს დაბადებული თამარ მოწონელიძე  და ორი შვილი.

კობახიძემ სკოლის დასრულების შემდეგ იურიდიული განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1995-2000 წლებში მიიღო. 2002-2006   წლებში სწავლობდა გერმანიაში, დიუსელდორფის უნივერსიტეტში, სადაც მას სამართლის მაგისტრისა (LL.M.) და სამართლის დოქტორის (Dr. iur.) აკადემიური ხარისხი მიენიჭა. გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უნივერსიტეტებში. იკავებდა ექსპერტულ და მენეჯერულ თანამდებობებს გაეროს განვითარების პროგრამაში, აგრეთვე აკადემიურ თანამდებობებს თსუ-სა და კავკასიის უნივერსიტეტში, 2000-2001 წლებში იყო შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), საზოგადოებრივი განათლების პროექტის რეგიონული კოორდინატორი. 2006-2014 წლებში იყო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ექსპერტი და პროექტის მენეჯერი. 2009 წელს გამოიცა კობახიძის მხატვრული ნაწარმოები „დაბრუნება ტერანუოვაში”.

ირაკლი კობახიძე პოლიტიკაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოჩნდა. მან პირველი პარტოული თანამდებობა 2015 წელს მიიღო, როდესაც მმართველი პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი გახდა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ირაკლი კობახიძე  პარტია “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის უფროსის მოადგილე, ხოლო 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე — საარჩევნო შტაბის უფროსი გახლდათ. 2016-2020 წლებში ის საქართველოს მე-9 მოწვევის პატლამენტის  წევრი გახდა პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. 2016 წლის 18 ნოემბერს ირაკლი კობახიძე 118 ხმით 3-ის წინააღმდეგ პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს.

2017–2018 წლებში ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით განხორციელდა ფართომასშტაბიანი საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც “ვენეციის კომისიამ” დადებითად შეაფასა.

2017 წლის ნოემბერში მიენიჭა ბელორუსიის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება.

2019 წლის 21 ივნისს კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა  დატოვა, რისი მიზეზიც  მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის სესიის ჩატარებისას, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის სხდომათა დარბაზში პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელის თვითნებური დაიკავება იყო. ფაქტით აღშფოთებულმა საზოგადოებამ ფათომასშტაბიანი აქციები მოაწყო, რასაც ცნობილი 20 ივნისის დარბევა მოჰყვა. 

გადადგომის მიუხედავად და 20 ივნისის შედეგების მიუხედავად კობახიძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად აირჩიეს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის მე-3-ე ნომრად დასახელდა, რითაც  10-ე მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა. (2020–) პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: 2020-2022 წლებში იკავებდა  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას, აგრეთვე თსუ-ში ეწეოდა აკადემიურ საქმიანობას.

2021 წლის 11 იანვარს, პარტია  “ქართული ოცნების” დამფუძნებელი და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა. 5 დღის შემდეგ კობახიძე „ქართული ოცნების“ ახალ თავმჯდომარედ აირჩიეს. კობახიძეს მხარი პარტიის ყრილობაზე შეკრებილმა 400-მდე დელეგატმა დაუჭირა. 

2023 წლის 3 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საქმეზე კობახიძე „ქართული ოცნების“ 3 დეპუტატთან ერთად ( ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი ) იყო საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი.

ირაკლი კობახიძე დღეს, 9 თებერვალს ოფიციალურად გახდა საქართველოს პირველი პირი ( პრემიერ-მინისტრი ). მან “ნულოვანი ოკუპაციის” და სიღარიბის აღმოფხვრის დაპირება გასცა, ხოლო წინა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მუშაობა დადებითად შეაფასა.

გადავხედოთ ახალი პრემიერის ქონებრივ დეკლარაციასაც;

კობახიძე 2023 წლის მდგომარეობით ფლობს 157,8 კვ/მ ფართობის საცხოვრებელ ბინას და 20 კვ/მ ფართობის ავტოფარეხს წყნეთის გზატკეცილზე, რომელიც ჩუქების ხელშეკრულებით აქვს მიღებული.

ასევე მის საკუთრებაშია 2014 წლის Mercedes S class -ის ტიპის ავტომობილი, რომელშიც მან ნასყიდობის ხელშეკრულებით  20 000 აშშ დოლარი გადაიხადა.

კობახიძეს “თი ბი სი” ბანკში გახსნილ ანაბარზე 40 000 აშშ დოლარო ერიცხება, ხოლო საკრედიტო ბარათზე 10433 ლარი.

მისი ოჯახის ანგარიშზე ასევე ირიცხება 20 000 აშშ დოლარი.

დეკლარაციის მიხედვით 2022 წელს ირაკლი კობახიძემ საქარათველოს პარლამენტისგან ხელფასის სახით 61168 ლარი, ხოლო თსუ-ს გან ასევე ხელფასის სახით 13989 ლარი მიიღო.

დეკლარაციის მიხედვით ახალ პრემიერს არასრულწლოვანი შვილების განათლება წელიწადში 18302.7 ლარი უჯდება.